სუმის ოლქში მიმდინარე სპეცოპერაციების ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 225-ე მოიერიშე პოლკმა გაანადგურა რუსეთის 30-ე მოტომსროლელელი პოლკის ბატალიონის მეთაური.
სოფელ ანდრეევკას მახლობლად, 225-ე პოლკის პირველი მოიერიშე ბატალიონი, „შავი გედი“ შეიჭრა რუსული ძალების სამეთაურო პუნქტის განთავსების ზონაში.
ბატალიონის მეთაური, ოკუპანტი მაიორი ანდრეი იარცევი უკრაინელთა შეტევის დროს ადგილზე იმყოფებოდა – ის ლიკვიდირებულია.