ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ საქმე 115-ე მუხლით აღძრა

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არაოფიციალურად, ოჯახის ახლობლები გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზის ადვოკატების დევნა და შევიწროება – ზაზა ხატიაშვილი მამალაძის ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს
შემდეგი სტატიალიკა ქავჟარაძე უახლოეს პერიოდში პერსონალური გამოფენის მოწყობას გეგმავდა