ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის N 62-ში, დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება. 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე მსახიობს ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ამ დრომდე სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია, თუ სად დაკრძალავენ მსახიობს.

ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. უწყების მტკიცებით, მსახიობის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: წელს პრეზიდენტმა მოქალაქეობის მინიჭებაზე ბევრს უთხრა უარი
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი : ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ​