Life News-ის ჟურნალისტები უკრაინამ გაადეპორტა

უკრაინამ მოთხოვნაზე უპასუხა, რომ დაკავებულების საქმიანობას „არაფერი აქვს საერთო მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ჩვენ მას განვიხილავთ როგორც უკრაინის ეროვნული ინტერესებისათვის საშიშ ქმედებას“

 Life News

რუსული ტელეკომოპანია Life News-ის ჟურნალისტები, რომელიც 30 იანვარს უკრაინის უშიშროების სამსხურმა კიევში დააკავა, ქვეყნიდან გაადეპორტეს.

დაკავების დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა Life News-ის ჟურნალისტების გატაცების ფაქტზე. მოთხოვნით, რომ „დაკავებულები სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა.

უკრაინამ მოთხოვნაზე უპასუხა, რომ დაკავებულების საქმიანობას „არაფერი აქვს საერთო მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ჩვენ მას განვიხილავთ როგორც უკრაინის ეროვნული ინტერესებისათვის საშიშ ქმედებას“ ნათქვამია უკრაინის პასუხში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინა Life News-ის ჟურნალისტებს აკავებს.

banner
წინა სტატიაშიგერმანია საბერძნეთისგან ვალების დაბრუნებას მოითხოვს
შემდეგი სტატიატყუით და მე თქვენ გიჩივლებთ!!!