ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებლები მოქალაქეების ძალადობრივ დარბევაზე.

ლიეტუვის პარლამენტი ასევე გმობს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას და მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

რეზოლუციას 109 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ ივანიშვილს, გომელაურსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს, 2 დეკემბერს სავიზო სანქციები დაუწესა. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ესტონეთმა და ლატვიამ.

banner
წინა სტატიაში“აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი 35 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარებას ითხოვდა”- “უფლებები საქართველო”
შემდეგი სტატიაოთახიდან გავიდა გამომძიებელი და საცემად შევიდნენ ნიღბიანები; სადამსჯელო ოპერაცია სხვა სართულზეც გაგრძელდა-მელია სხვიტარიძეზე