ლიეტუვის საგარეო უწყება – არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას, კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ლიეტუვა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ლიეტუვა ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ლიეტუვა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთი ბელარუსში 150 000 სამხედროს გაგზავნის ნატოზე შესაძლო თავდასხმისთვის
შემდეგი სტატიალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლიეტუვა ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარს უჭერს – ჩვენ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერას ვაგრძელებთ