ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი : შეშფოთებული ვარ იმის ნახვით, რაც დღეს დილით თბილისში ხდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ნიკა მელიას დაკავებას „ტვიტერში“ ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი მეგობრები კიდევ უფრო ღრმა კრიზისის თავიდან აცილებას შეძლებენ.

„შეშფოთებული ვარ იმის ნახვით, რაც დღეს დილით თბილისში ხდება. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების დაძლევის საშუალება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები კიდევ უფრო ღრმა კრიზისის თავიდან აცილებას შეძლებენ. თავშეკავებულობა და დემოკრატიისადმი ერთგულება უპირატესი უნდა იყოს“, – განაცხადა ლანდსბერსიმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაბრაიზა: ეს არის შანსი ოპოზიციისთვის აიძულოს მთავრობა დაბრუნდეს დემოკრატიისკენ