ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკვე თბილისშია და დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებზე ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პუნქტების აღსრულების საკითხზე იმსჯელებენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანდსბერგისი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრესბ 28-29 აპრილს გამართავს, ცნობილია ისიც, რომ ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 61 441 მსურველია დარეგისტრირებული
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, ვერაფერს მოაბა თავი