ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – მზად ვართ, დავემხაროთ საქართველოს, გახდეს ვეროკავშირის წევრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ლიეტუვა მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს თავის ევროატლანტიკურ კურსზე და გზაზე. ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, დავემხაროთ საქართველოს, გახდეს ვეროკავშირის წევრი და ჩვენ შეგვიძლია ამ მიზნით გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რაც თავად დაგავროვეთ ევროკავშირში. ასევე, დავაგროვეთ იმ კუთხით, როცა ვეხმარებოდით სხვა ქვეყნებს, რომ გამხდარიყვნენ ევროკავშირის წევრები. ჯერ კიდევ საჭიროა, ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტები განხორციელდეს საქართველოში. ზოგიერთი მათგანი უკვე გაჟღერებულია იმ შეთანხებაში, რომელსაც ხელი მოეწერა. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება გახლავთ აუცილებელი, მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობები, თუნდაც მიკრო ფინანსური დახმარება. ასევე არსებობს ღრმა და ყივლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხების მექანიზმები, მაგრამ სრულად არ არის გამოყენებული. ამ რეფორმების განხორციელებას ვგულისხმობ“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც საქართველო-ევროკავშირის თანამაშრომლობას ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო
შემდეგი სტატიალანდსბერგისი – კარგი იქნება, თუ მელია განიხილავს იმ გარანტიებს, რაც შემოთავაზებულია ევროკავშირის პარტნიორების მიერ