ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლიეტუვა ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარს უჭერს – ჩვენ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი გიორგი გახარიას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„მქონდა სიამოვნება, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შევხვედროდი. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ლიეტუვა ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარს უჭერს. ჩვენ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – წერს კიასტუტის ბუდრისი.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის საგარეო უწყება – არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას, კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტ დავით ფუთურიძეს 3 უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა