ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა, დადგა დრო, იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა

დადგა დრო, იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა, – ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას.

მისივე თქმით, ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა. მივესალმები ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვე არის ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და უკრაინის ეროვნული სანქციების სიაში. დადგა დრო, იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიჯო უილსონი – საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები