ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოშია

10 ივნისს,საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

banner
წინა სტატიაში„112“-ის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცეს
შემდეგი სტატიანათელაშვილი: მკრეხელობად მიმაჩნია, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიფიქრო