ლიეტუვის პრეზიდენტი ნატო-ს მოუწოდებს მეტი ჯარი გაგზავნოს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მის ქვეყანაში

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ნატო-ს მოუწოდებს მეტი ჯარი გაგზავნოს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მის ქვეყანაში. ნაუსედამ ეს საკითხი პარასკევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანნალენა ბაერბოკთან განიხილა, რომელიც ვილნიუსში იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ოფისი ამბობს, რომ შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს უკრაინის სამხედრო დახმარება, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები.

“დონბასის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინაში იარაღის სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი ამ ომში. ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად და სწრაფად”, – თქვა ნაუსედამ.

ნაუსედა, ასევე ამბობს, რომ მას სურს გაძლიერდეს ნატო სუვალკის დერეფანში, რომელიც ლეიტუვა-პოლონეთის საზღვარზე მდებარეობს.

მისივე განცხადებით, დასავლეთმა უნდა დაუწესოს მეტი სანქციები რუსეთსა და ბელარუსს.

banner
წინა სტატიაშიკრემლის ბევრი გეგმა გაანადგურა ჩვენმა ჯარმა და ხალხმა – ერმაკის პასუხი “მეორე ფაზის” მიზნებზე
შემდეგი სტატიაბრიტანეთის საელჩო კიევში ხელახლა ძალიან მალე გაიხსნება – ჯონსონი