25 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, გინტაუტას პალუცკასმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ დაადასტურა. ინფორმაციას delfi.lt ავრცელებს.

„გინტაუტას პალუცკასმა დღეს დილით დამირეკა და გადადგომის შესახებ მაცნობა“, – განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს.

პალუცკასი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი 9 თვის განმავლობაში იყო. ის ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტსაც დატოვებს.

გინტაუტას პალუცკასმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების პარალელურად გააკეთა. გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის პრემიერის წარსულს და ბიზნესს უკავშირდებოდა.

გამოძიების მასალებში წერია, რომ პალუცკასის კომპანიამ ნაციონალური ბანკისგან 200 000 ევროს ოდენობის შეღავათიანი კრედიტი მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრის კუთვნილი მეორე კომპანია, კრედიტებს იღებდა და მათ უკან არ აბრუნებდა.

banner
წინა სტატიაშისაელჩო: აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში
შემდეგი სტატიაექიმის რჩევები მაღალი ტემპერატურის გავლენის შემცირებისთვის