,,ლიეტუვის ინიციატივა პირველი შემთხვევაა, როდესაც ხდება საკითხის ინიცირება, რომ რუსეთის სანქციების საფუძველი გახდეს საქართველოს ოკუპაცია”

„ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ლიეტუველი დეპუტატების ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციისთვის საკითხი ევროკავშირის უსაფრთხოების და სამართლებლივ პოლიტიკაში ჩაბეტონდება.

როგორც „თაიმერს“ პარტიიდან აცნობეს, ასე გამოეხმაურა ბაქრაძე ლიეტუველი დეპუტატების ინიციატივას, რომლებიც მოითხოვენ, რომ ლიეტუვამ ევროკავშირის სტრუქტურებში დააყენოს რუსეთის მხრიდან ექვს პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის არ შესრულების საკითხი და ამის საფუძველზე რუსეთი მოექცეს დამატებითი სანქციების ქვეშ.

„საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა დეოკუპაციის, არაღიარების და ქვეყნის გამთლიანების საკითხში. მაქვს სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი მოსახლეობისთვის. ლიეტუვას პარლამენტის დეპუტატების ჯგუფმა მოახდინა საკითხის ინიცირება, რომლითაც დაევალა ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ევროკავშირში დააყენოს საკითხი რუსეთის მხრიდან 6- პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის არშესრულების შესახებ და ამის საფუძველზე რუსეთი დამატებით სანქციების ქვეშ მოექცეს. რუსეთი იყო სანქციების ქვეშ მხოლოდ უკრაინის და ყირიმის საკითხიდან გამომდინარე და ჩვენთვის არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ამ თემას დაემატოს საქართველოს მიმდინარე ოკუპაციის თემაც. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი დეოკუპაციის საკითხი ჩაბეტონდება ევროკავშირის უსაფრთხოების და სამართლებლივ პოლიტიკაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ლიეტუვას დეპუტატებთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჩართვა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას იმუშაოს ლიეტუვას პარლამენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან ხდება საკითხის ინიცირება, რომ რუსეთის სანქციების საფუძველი გახდეს საქართველოს ოკუპაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხელისუფლება იმუშავებს ლიეტუვას მხარესთან, ევროკავშირთანაც და ეს საკითხი წარმატებით მივა ბოლომდე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატია“დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი… რომ არა სააკაშვილის ახირება, ამ ომს ავიცილებდით”