ლიეტუვის ელჩი დღევანდელ თავდასხმებზე: არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა მიუღებელია.

ანდრიუს კალინდრამ სამართალდამცველ ორგანოებს ძალადობის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

“თბილისში დღევანდელი ძალადობა პრესისა და მედიის წარმომადგენლებზე, მაშინ, როცა ისინი თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ, მიუღებელია. მსგავსი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. სამართალდამცავი ორგანოებისგან უნდა დაიწყოს სწრაფი გამოძიება ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად”,- წერს ანდრიუს კალინდრა.

banner
წინა სტატიაშივაშლოვანის ნაკრძალში ისევ ხანძარია
შემდეგი სტატიადიპლომატიური კორპუსი: ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე