ლიეტუვის დაზვერვა – რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია

რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის დაზვერვა ავრცელებს.

ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამხედრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს, რათა არსებული ინტენსივობით უკრაინაში ბრძოლა მომდევნო ორი წლის განმავლობაში განაგრძოს.

„ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია ნატო-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, იგი თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის მიმართულებით აფართოებს“, – ნათქვამია ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ერთობლივ ანგარიშში.

ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი უკრაინაში ომს დიდ რესურსებს უთმობს და ასევე, კრემლმა შეიარაღებული ძალების რეფორმა დაიწყო.

„ეს რეფორმა გრძელვადიანი პროექტია, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს და შეიძლება ათი წელიც კი გაგრძელდეს“, – აცხადებს ლიეტუვის დაზვერვა.

banner
წინა სტატიაშიისლანდიის პრეზიდენტი – არასდროს დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ჩემნაირი თანამდებობის პირი ამბობს ტრიბუნიდან
შემდეგი სტატიაიაპონია ჩინეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია