ლიეტუვაში 1000 ევროს დაურიგებენ ყველას, ვინც ძველ მანქანაზე და შეშის გათმობაზე უარს იტყვის

ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მავნე გამონაბოლქვების შემცირების გამო მაქსიმალურად შეზღუდავენ ძველ მანქანებს, ახალი მანქანის ყიდვის წახალისების მიზენით მძღოლებს ათას ევროს მისცემს სახელმწიფო – Delfi ავრცელებს. “ხალხს უნდა დავეხმაროთ უარი თქვან და ჩვენ ვთვლით, რომ ეს სამოტივაციო მხარდაჭერა ათასი ევრო იქნება, რომელიც მძღოლებს იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუკი ახალ მანქანებს იყიდიან” – კიასტუტის მაჟეიკმა განაცხადა. ამ აქციისთვის ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ევრო გამოიყოფა.
ფინანსური დახმარება გაეწევათ, ასევე მათ, ვინც შეშის ღუმელებს შეცვლის და ცენტრალურ გათბობის სისტემას დააყენებს.

banner
წინა სტატიაშიგია ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა
შემდეგი სტატიასუდანში ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში