ლიეტუვას პრეზიდენტი: ნატომ უკრაინასა და საქართველოსთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პერსპექტივების შესახებ უკრაინასა და საქართველოსთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს. “დაპირება, რომელიც უკრაინას და საქართველოს მივეცით, უნდა შევინარჩუნოთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ 2008 წელს ბუხარესტის სამიტზე წევრობის პერსპექტივის შესახებ დაპირება მივეცით” – ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტზე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედმა განაცხადა. მან ასევე თქვა, რომ სამიტმა არა მხოლოდ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე უნდა იმსჯელოს, არამედ, ბელორუსიდანაც.

“სამიტი დროულად ტარდება, ჩვენ ხომ სხვადასხვა საფრთხეების წინაშე ვდგავართ. მე ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანას წარმოვადგენ, რომლებიც აღმოსავლეთიდან სხვადასხვა საფრთხეებს ხედავენ რუსეთიდან გამომდინარე. უკანასკნელი პერიოდი კი – ბელორუსიდანაც. ჩვენ გვსურს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ, რისთვისაც მეტი ფინანსური შესაძლებლობებია საჭირო, რასაც განვიხილავთ სტრეტაგია-2030-ის ფარგლებში” – ნაუსედმა თქვა. მან აღნიშნა, რომ ბელორუსის რეჟიმი ნამდვილ საფრთხედ იქცა. “ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობას, ეს ქვეყანა გადაყლაპოს, შექმნას პლაცდარმი. ბელორუსი დამოუკიდებლობას კარგავს და ნატოსთვის ერთიანობა კრიტიკულად საჭიროა” – თქვა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიელექტროსისტემის განცხადება: ავარიულად გამოირთო “იმერეთი” და “ენგურჰესი”
შემდეგი სტატიათბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება