ლიეტუვას გენპროკურატურამ თვითმფრინავის გატაცების ფაქტზე საქმე აღძრა

ლიეტუვას გენერალურმა პროკურატურამ კვირას თვითმფრინავის გატაცებისა და Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებითი დაშვებით ხალხისადმი სასტიკი დამოკიდებულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “დაიწყო სასამართლომდელი გამოძიება თვითმფრინავის გატაცებისა და ხალხისადმი საერთაშორისო უფლებებით აკრძალული მოპყრობის ფაქტზე” – ქვეყნის გენერალური პროკურორის პრეს-მდივანმა ელიანა მარტინონენემ თქვა.

პროკურატურამ განმარტა, რომ სასამართლომდელი გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს – დანაშაულისათვის, რომლიც საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, იძულებითი გაქრობისა და გატაცების მუხლებით – გამოძიებას ლიეტუვას კრიმინალური პოლიცია აწარმოებს.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
მინსკი თებერვლიდან ცდილობს ვარშავისგან ბლოგერის ექსტრადაციას.

თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას სახელმწიფო ტეროტიზმი უწოდეს.

banner
წინა სტატიაშიგოლეთიანი – საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა
შემდეგი სტატიაAmnesty – მინსკში თვითმფრინავის დაშვება, სადაც ბელორუსი ჟურნალისტი იყო, საჰაერო მეკობრეობაა