ლიეტუვამ ​თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა „ბაირაქტარების“ შესაძენად, რომლებსაც უკრაინას გადასცემს

ლიეტუვამ „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა. ვილნიუსი უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას უკრაინისთვის გეგმავს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

სწორედ ამ მიზნით, რიგითმა ლიეტუველებმა, ერთ-ერთი ტელეწამყვანის მოწოდების საფუძველზე, სამ დღეში ხუთ მილიონამდე ევროს მობილიზება შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეალიზაციის შეთანხმებაზე დოკუმენტს ​ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვილიუს სემეშკამ და თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე – კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან