ლიეტუვა სავალდებულო საყოველთაო სამხედრო გაწვევაზე გადასვლას გეგმავს – განიხილება ჯარში ქალების გაწვევის საკითხიც.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და ოფიციალური პირების განცხადებით, საყოველთაო სამხედრო სამსახურზე სრული გადასვლა ეტაპობრივად იგეგმება, რადგან პროცესს შესაბამისი ინფრასტრუქტურის, პერსონალისა და ფინანსური რესურსების მომზადება სჭირდება.
მათივე ცნობით, ჯარსა და თავდაცვის სამინისტროს დაევალებათ იმის შეფასება, რამდენად რეალურია ამ ცვლილების განხორციელება 2030 წლისთვის.








