ლიეტუვა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში დაისვენონ

საქართველოში ლიეტუვას ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოს ეწვივნონ. ამით ელჩი იმ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა, ტურიზმის ინდუსტრიის წასახალისებლად და პუტინის მიერ დაწესებული აკრძალვის საპასუხოდ დაიწყეს.

“გიწვევთ ყველას, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი. მშვენიერი გარემო და განსაკუთრებული თავგადასავლები გელით,” – წერს ელჩი და საქართველოს ტურისტული მხარეების შესახებ სტატიას აზიარებს.

ამის გარდა, საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვაში, ხათუნა სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს. იგი ლიეტუველებს მიმართავს, აქტიურად გააგრძელონ საქართველოში სტუმრობა და მეგობრებსაც უთხრან, რომ ჩავიდნენ:

“ძვირფასო ლიეტუველო მეგობრებო, პუტინმა რუსულ ავიახაზებსა და რუს ტურისტებს საქართველოში ჩასვლა აუკრძალა. როგორც ადრე, გრძელვადიან პერიოდში ეს ემბარგო ჩემი ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ გააძლიერებს. ვიცი, რამდენად გიყვართ საქართველო და ლიეტუველი ტურისტებიც ძალიან უყვართ აქ… ნუ მივცემთ ჩაგვრის საშუალებას აგრესორს”.

banner
წინა სტატიაშისამიდან ხუთ პროცენტამდე ბარიერი საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული