ლიეტუვა ომის დროს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს სამკურნალოდ მიიღებს – უკრაინული მედია

რუსეთთან ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცები ლიეტუვაში მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის 10 რის განმავლობაში ჩავლენ. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა. წერს უკრაინული მედია.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელი სამხედროების რაოდენობის დაკონკრეტებაზე უარი თქვა.

„ეს არის სამხედრო სამედიცინო სამსახურის რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მდებარეობს ლიეტუვის საკურორტო ქალაქ დრუსკინინკაიში“, – აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი გაფართოვდება.

მანამდე კი, ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო დაჭრილი უკრაინელი სამხედროები სამკურნალოდ ნორვეგიის საავადმყოფოში მიიღოს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას განცხადებით, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობა მას შემდეგ იძაბება, რაც ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, „დეპუტატი“ შეძლება გახდეს მხოლოდ ის, ვინც აფხაზური ენა იცის
შემდეგი სტატიაწარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი – ღარიბაშვილი