ლიეტუვა მიგრანტების გამო თურქეთს სთხოვს დახმარებას

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინსიტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმა თავის თურქ კოლეგას ბელორუსიდან ლიეტუვაში მოხვედრილი მიგრანტების იდენთიფიცირებაში დახმარება სთხოვა.

“ბელორუსიდან ლიეტუვაში შემოსული ადამიანების უმეტესობა იქ თურქეთის ავიახაზებით ხვდება. ჩვენ ვთვლით, რომ თურქეთმა იცის მათი პირადი მონაცემები” – თქვა მინისტრმა. “თურქეთთან თანამშრომლობით ჩვენ ადვილად გავარკვევთ მათ ვინაობას და შეგვეძლება, რომ ისინი მიიღოს იმ ქვეყანამ, საიდანაც მოვიდნენ” – დაამატა მინისტრმა.
ლანდსბერგისმა თქვა, რომ ბელორუსის მთავრობის ხელმძღვანელს მოუწოდა შეწყვიტონ მიგრანტების ლიეტუვას საზღვარზე თავისუფლად გაშვება.
მიმდინარე წელს ლიეტუვაში 1400 უდოკუმენტო მიგრანტი შევიდა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 2020 წელს – მათგან უმეტესობა უკანასკნელ თვეს.

მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან არიან. 2 ივლისს ამასთან დაკავშირებით ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საზღვრის დაცვის ევროპულმა სააგენტომ “ფრონტექსმა” სასაზღვრო მისია უკვე გააგზავნა ლიეტუვაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიSOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
შემდეგი სტატიაიოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი – დეკანოზი ილია