17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ლიეტუვა: EU მზადაა, სირიის სახალხო ასამბლეასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს

ევროკავშირი მზადაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს.

ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას X-ზე ავრცელებს.

კერძოდ, ლიეტუვის საგარეო უწყების ცნობით, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან სირიის სახალხო ასამბლეასთან ასადის მმართველობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებაზე იმუშაონ, “რომელთა მეშვეობითაც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის აღიარება მოხდა”.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის სახალხო ასამბლეასთან საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დასაცავად, ასადის მმართველობის პერიოდში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომელთა მეშვეობითაც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის აღიარება მოხდა,” – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

EU-მ სირიის სახალხო ასამბლეის პირველი სხდომა ქვეყნის პოლიტიკური გარდაქმნის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშილევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: რა გიხარიათ თქვე უბედურებო. ეს სტანდარტული, ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე