ლიეტუვა და რეგიონის სხვა ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე მხარდამჭერები არიან, შემდეგ სამიტზე შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებები ან სიგნალი იყოს – ნაუსედა

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დაპირებების შესრულება, რომ შევინარჩუნოთ ღია კარი საქართველოსთვის, უკრაინისთვის, სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ეს დღეს ვაჩვენეთ ნატო-ში ახალი წევრებისთვის გზის გახსნით, შვედეთის და ფინეთის მოწვევით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროატლანტიკური მისწრაფებებს.

„დოკუმენტებში ერთგულებაა ღია კარის პოლიტიკის – 2008 წელს ბუქარესტში ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაპირებების შესრულება, რომ კარი უნდა შევინარჩუნოთ ღია საქართველოსთვის, უკრაინისთვის, სხვა ქვეყნებისთვის და ჩვენ ეს დღეს ვაჩვენეთ ნატო-ში ახალი წევრებისთვის გზის გახსნით, შვედეთისა და ფინეთის მოწვევით.

ასე რომ, ვფიქრობ, მომთმენები უნდა იყოთ და როგორც იცით, ლიეტუვა და რეგიონის სხვა ქვეყნები მოწინავე მხარდამჭერები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების, თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფების, რომ გახდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებები ან გარკვეული სიგნალი იყოს შემდგომ სამიტზე, რომელსაც ჩვენ ვილნსიუსში ვუმასპინძლებთ. თუმცა არ მინდა, ახლა დაპირებებზე საუბარი, რასაკვირველია, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ თქვენს უფლებას, თავად აირჩიოთ საკუთრი მომავალი“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და ასევე იმედი გვაქვს ევროკავშირის ღიაობისაც – მონტენეგროს პრეზიდენტი
შემდეგი სტატიამარიუპოლთან რუსელი სადესანტო გემი ნაღმზე აფეთქდა