ლიბიის სათავეში კვლავ კადაფი მოდის

არაბული მედიის ცნობით, ლიბიას მომავალი ლიდერი შესაძლებელია კვლავ კადაფი გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის მმართველად ამჯერად არა მუამერ კადაფი, არამედ მისი ვაჟი სეიფულისლამ კადაფი შეიძლება მოგვევლინოს, რომელიც  აცხადებს, რომ ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს.

სეიფულისლამ კადაფის თანაშემწის, აიმან ებუ რასის განცხადებით, სეიფუისლამი ლიბიაშია, თავისუფალია და პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

,,კადაფი არ ეცდება, რომ თავისი ქვეყანა ე.წ. ტრადიციული გაგებით მართოს, ის  პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული და სოციალურ ხედვაზე დაფუძნებული ერთიანი ქვეყნის  შექმნას  ისახავს მიზნად,, აღნიშნა რასიმ.

სეიფულისლამ კადაფი 2011 წელს ომის დანაშაულის ჩადენის გამო მსჯავრდებული იყო,   მას მამამისის, მუამერ კადაფის წინააღმდეგ გამოსული მომიტინგეების მკვლელობა ედობოდა ბრალად, რის გამოც 6 წლის პატიმრობა მიესაჯა და გასული წლის ივნისში  გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: დღეს ივანიშვილს ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა
შემდეგი სტატია ,,აეროფლოტის,, მთვრალი პილოტის გამო ფრენა გადაიდო