ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვისას 60-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინფორმაციით, ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვისას 60-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო. გემზე 86 ადამიანი იყო.

სავარაუდოდ, დიდ ტალღებმა ნავი ამოაბრუნა. დაკარგულად მიიჩნევიან ნავზე მყოფი ბავშვებიც.

„ლიბია ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი პუნქტია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და ევროპაში შესვლას“, – წერს „ბიბისი“.

სულ გადარჩენილია 25 ადამიანი. ისინი ლიბიის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

banner
წინა სტატიაშისაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიათოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია