ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე 4 ნავი ჩაიძირა – სავარაუდოდ, მსხვერპლი 400-ს აჭარბებს

მორიგი ტრაგედია ხმელმთაშუა ზღვაში. ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე 4 ნავი ჩაიძირა, რასაც, სავარაუდოდ, 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

სომალიდან, ეთიოპიიდან და ერითრეიდან წამოსული არალეგალები იტალიის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. გავრცელებული ცნობით, მაშველებმა წყლიდან მხოლოდ 29 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

ოფიციალური მონაცემებით, იანვრის შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი კატასტროფების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 35-ჯერ მეტია.

banner
წინა სტატიაშითსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი პრემიერის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში შესაძლოა, სავიზო რეჟიმის კვლავ აღდგენის შესახებ პუნქტი შევიდეს