ლიბიის საკითხზე ევროპის პოზიცია არაერთგვაროვანია – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარალმენტის პრეზიდენტმა ანტონიუ ტაიანიმ განაცხადა, რომ საფრანგეთს და იტალიას ლიბიასთან მიმართებაში ოფიციალური ერთიანი პოზიციის მიუხედავად, სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. იტალიელმა ტაიანიმ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ლიბიაში კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე, სადაც კონფლიქტის მხარეები დედაქალაქზე კონტროლის აღებას ცდილობენ. მან, ასევე, აღნიშნა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის როლის შესახებ 2011 წელს ლიბიელი მმართველის მუამარ კადაფის ჩამოგდებაში და თქვა, რომ ეს იყო შეცდომა, რომელმაც ქაოსი გამოიწვია.

“ჩვენ მეტი ერთობა გვინდა, ჩვენ ერთი ხმით უნდა ვსაუბრობდეთ, მაგრამ აქ, სამწუხაროდ, ევროპელები გაყოფილი არიან” – თქვა მან.

საფრანგეთს და იტალიას “სხვადასხვა ინეტერსი აქვთ” – ტაიანიმ თქვა. საფრანგეთს აღმოსაველთ ლიბიაში ნავთობის აქტივები გააჩნია, გასული წლების მანძილზე კი ფელდმარშალ ხალიფ ხაფტანს ეხმარებოდა – ლიბიელი და ფრანგი ჩინოვნიკები ამბობენ. აღმოსავლეთს და ნაწილობრივ სამხრეთ ლიბიას 2014 წელს არჩეული წარმომადგენლობითი პალატა მართავს, რომელსაც ხაფთარი და მისი არმია უჭერენ მხარს.

იტალია, ყოფლი კოლონიური სახელმწიფო და ლიბიის ნავთობსექტორში მსხვილი მოთამაშე, მხარს უჭერს გაეროს მიერ მხარდაჭერილ ეროვნული ერთობის მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ფაეს ალ-სარაოს.

გასულ კვირას ხაფთარის არმიამ ტრიპოლისკენ დაიწყო მოძრაობა, მან გზად დასახლებული პუნქტები აიღო. საფრანეგთი ირწმუნება, რომ მათ არ იცოდნენ თავდასხმის დაწყების შესახებ და არ აპირებენ ჩუმად შეუშალონ ხელი ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიან პროცესს. ადრე ხაფთარი არაერთხელ იყო მოსკოვში და რუს სამხედროებს შეხვდა.
გაეროს უშიშროების საბჭო 10 აპრილს კრიზისზე მსჯელობას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ყოფილი თანაგუნდელების წასვლა პოლიტიკური პროცესია და არა რეალური დაინტერესება მოსამართლეთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაძალიან ამაყი ვარ და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანაც უნდა იყოს ამაყი – ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი ევროსაბჭოს წინ ე.წ. ვარსკვლავების ხეივანში განთავსდება