ლიბიელმა ფელდმარშალმა ტრიპოლიზე თავდასხმის განკარგულება გასცა

ლიბიის ეროვნული არმიის მთავარსარდალმა ხალიფ ხაფტარმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ის თავის ჯარისკაცებს ბრძანებას აძლევს ქვეყნის დედაქალაქზე იერიში მიიტანონ. ლიბიაში ორი ხელისუფლებაა. ქვეყნის ნაწილს მთავრობა აკონტროლებს, ნაწილს კი ხაფთარის არმია. “ღმერთის დახმარებით ჩვენ სვლას განვაგრძობთ გამარჯვებისაკენ, გავაგრძელებთ ბრძოლას” – ამბობს 75 წლის ფელდმარშალი ვიდეოში, რომლის სათაურია “ტრიპოლის განთავისუფლების ოპერაცია” – “ბიბისი” წერს.

მანამდე გავრცელდა, რომ ხაფთარმა ქალაქ გარიანზე აიღო კონტროლი. ის ტრიპოლიდან 100 კილომენტის დაშორებით მდებარეობს.

banner
წინა სტატიაში„გომბორას ნაერი ბევრია, ვინც გზაზე გველოდება“ – სალომე ზურაბიშილი „ფეისბუქზე“ საკუთარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიარუსმა დეპუტატმა ანტონიუ გუტერეშს ესტონეთის გაეროდან გარიცხვა სთხოვა