9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ლიბიაში ქვეყნის ყოფილი დიქტატორის შვილი მოკლეს

ლიბიაში  ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya კადაფის ნათესავებსა და ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 3 თებერვალს საიფ ალ-ისლამ კადაფის საკუთარ ბაღში ესროლეს.

ლიბიის ყოფილი დიქტატორის ვაჟის მრჩეველმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ მკვლელობამდე ოთხმა უცნობმა პირმა კადაფის სახლში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გათიშა.

საიფ ალ-ისლამის სიკვდილი ლიბიური ტელეარხი LANA-ს ეთერში მისმა მრჩეველმა, აბდალა ოთმანმაც დაადასტურა.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი მისი მოლოდინები, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაუცრუვდა” – თსუ-ს პროფესორი განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის დეტალებზე
შემდეგი სტატიააშშ-ში ნაწილობრივი „შათდაუნი“ დასრულდა – კანონპროექტს ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა