ლიბიაში კადაფის მომხრეები ციხიდან გაიქცნენ

ტრიპოლის ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა კვირას, 2 სექტემბერს – The Independent-ი წერს. ჩინოვნიკების ინფორმაციით, დაახლოებით 400-მა პატიმარმა კარები ძალის გამოყენებით შეანგრია, ბადრაგმა მათთვის ხელის შეშლა ვერაფრით შეძლო. ციხეში იყვნენ როგორც ჩვეულებრივი დამნაშავეები, ასევე ყოფილი ლიბიელი დიქტატორის მუამარ კადაფის მომხრეები, რომელიც 2011 წელს ჩამოადგეს და მოკლეს. კადაფის ზოგიერთ მომხრე სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

ლიბიაში 2011 წლის შემდეგ სამოქალაქო ომი დაიწყო. ქვეყნის ნაწილი რადიკალურმა ისლამისტებმა დაიკავეს. ამის შედეგად ახლა ლიბიაში ორი მთავრობა მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიიტალიის შს მინისტრი მერკელს სამიგრაციო პოლიტიკის შეცდომებზე მიუთითებს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტში მწვავე და კრიტიკული ანგარიშის ავტორი ნონა მიხელიძე, ინტერნეტ თავდასხმის ობიექტი გახდა