ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

მეზღვაური დავით რაზმაძე ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, დასტურდება, რომ ნავმისადგომთან ნაპოვნი ცხედარი ქართველ მეზღვაურს ეკუთვნის.

„ლიბიის ნავმისადგომთან ცხედარი იპოვეს, რომელიც პირველადი დათვალიერების შედეგად, დავით რაზმაძეს ეკუთვნის. ექსპერტიზა უტარდება ამ დროისათვის. გადმოსვენების საკითხი შემდეგ დადგება”,- აცხადებს თამარ იოსელიანი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 16 იანვარს მათთან შევიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. ორი კვირა ოჯახს მასზე ინფორმაცია არ ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშისენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი-სასამართლო სისტემაში არის კლანი