ლიბიაში გატაცებული სერბეთის საელჩოს თანამშრომლები აშშ-ს ავიადარტყმებს ემსხვერპლნენ

ლიბიაში სერბეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც გასული წლის ნოემბერში დაიკარგნენ, სავარაუდოდ, აშშ-ს მიერ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების დაბომბვისას დაიღუპნენ – ამის შესახებ დღეს Reuters წერს.

სლანჯან სტანკოვიჩის და იოვა სტეპიჩის დაღუპვის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა სერბეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ივიცა დაჩიჩმა პრესკონფერენციაზე: “ჩვენ მსხვერპლების პიროვნებების დადგენას ველოდებით, ამიტომ ოფიციალურად ვერ ვადასტურებთ ინფორმაციას” – თქვა დაჩიჩმა.
საელჩოს თანამშრომლები 2015 წლის 8 ნოემბერს ტერორისტების მიერ დიპლომატებზე თავდასხმისას გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშიანტიბიოტიკები ბოდვის და ჰალუცინაციის მიზეზად დაასახელეს
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში თეა წულუკიანსაც ადანაშაულებს