ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ცხედრის გადმოსასვენებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის ოჯახის წევრები საქართველოში მეზღვაურის დროულ გადმოსვენებას ითხოვენ. რაზმაძის ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა შედეგები მათთვის უცნობია.

ოჯახი საქართველოს მთავრობას მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა ცხედრის დროულად გადმოსვენება მოხდეს. გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლეს.

ლიბიაში, შორეულ ნაოსნობაში დაახლოებით სამი კვირის წინ ქართველი მეზღვაური სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაში“არ უნდა მივცეთ მოსამართლეთა კლანს სასამართლო სისტემის უზურპირების უფლება” – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია“თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოვითხოვთ” – ეკა ბესელია