„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებისას დაშავებულ ერთ-ერთ პირს კეფის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებისას დაშავებული ერთ-ერთი პირის ოჯახის წევრის ინფორმაციით, დაშავებულს კეფის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, აღენიშნება სისხლჩაქცევები.

როგორც „ამტელ ჰოსპიტალში“ მოთავსებული ქალის დამ განაცხადა დაშავებულს კლინიკაში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით დატოვებენ.

„დამარტყეს, წამაქციეს და გონება დავკარგეო – დამირეკა და ასე მითხრა ჩემმა დამ. დაზიანება კეტით, თუ რკინის ბლაგვი საგნით მიაყენეს“, – განაცხადა დაშავებულის დამ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი ცოტა ხნის წინ დააყაჩაღეს. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები „ამტელ ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის ცნობილი იყო, რომ გარკვეული უთანხმოება არსებობდა, მაგრამ ასე მყისიერად თუ დადგებოდა ეს საკითხი, არ ვიცოდი
შემდეგი სტატიაპრემიერმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა