“ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროექტს აგრძელებს

„ლიბერთი ბანკის“ ინიციატივით გრძელდება საგანმანათლებლო სოციალური პროექტი პენსიონერებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული ადამიანები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელ კურსს უფასოდ გაივლიან. ამის შესახებ „თაიმერს“ „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის პროექტზე დარეგისტრირებულ პენსიონერთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. სწავლება ყოველდღიურად, ორ ლოკაციაზე განხორციელდება. კურსის გავლის მსურველებს უმასპინძლებს ლიბერთის მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად შექმნილი დარბაზი – Liberty Digital Hall და ლიბერთი ბანკის ტრეინინგ ცენტრი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის შექმნილ კომპიუტერული სწავლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს უფროს თაობას, მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში. პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება საგანმანათლებლო, ერთგვარი ექსპერიმენტის სახით დაწყებული პროექტის მიმართ მზარდმა ინტერესმა განაპირობა. კურსის გავლას ყველა დარეგისტრირებული პენსიონერი შეძლებს. მომავალში ვეცდებით, პროექტი თბილისის გარეთ, რეგიონებშიც გავიტანოთ“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

banner
წინა სტატიაშილაშა გოგიასა და გია გულორდავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი კანონის დაცვითაა მოპოვებული
შემდეგი სტატია,,ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენას”