ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სამხრეთ ლიბანში, ქფარ ტებნიტსა და ნაბატიე ალ-ფავყას შორის მდებარე ტერიტორიაზე, ალი თაჰერის ქედის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) აღნიშნულ იერიშზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა, მანამდე სამხედრო უწყება აცხადებდა, რომ აგრძელებს ოპერაციებს ალი თაჰერის ქედის რაიონში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, სწორედ ამ ქედის ქვეშ მდებარეობს დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მასშტაბური მიწისქვეშა კომპლექსი, სადაც ამ დროისთვის 30-მდე მებრძოლია გამაგრებული.
მანამდე ისრაელის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ „არ მისცემს ჰეზბოლას ტერორისტებს გვირაბების ქსელიდან გამოსვლის ან ქედის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას“.
















