26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ლიბანური მედია: ისრაელის საჰაერო დარტყმას ქვეყნის სამხრეთში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ავტომობილზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ქალი დაიღუპა.

ლიბანის ოფიციალური ეროვნული საინფორმაციო სააგენტო (NNA) იუწყება, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნაბატიე ალ-ფავკაში მდებარე ოჯახური სახლის შემოწმებიდან ბრუნდებოდნენ. სააგენტოს ცნობით, ავტომობილს, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, „ისრაელის უპილოტო საფრენმა აპარატმა“ (დრონმა) დაარტყა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან სკოლის დირექტორი, მისი დედა, უცხოელი შინა შრომითი მიგრანტი ქალი და სირიელი მუშა მამაკაცი.

ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს
შემდეგი სტატიაროგორ შეამოწმებს პოლიცია ავტომობილების ხმაურს 1 სექტემბრიდან