19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ 55 ბავშვი დაიღუპა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ლიბანში ყოველ 24 საათში საშუალოდ 11 ბავშვი შავდებოდა ან იღუპებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 16 აპრილს აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ბრძოლა ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის დიდწილად მაინც გაგრძელდა. „ჰეზბოლა“ ისრაელს 2 მარტს, ირანის მხარდასაჭერად დაესხა თავს.

სააგენტოს მონაცემებით, ზავის გამოცხადების შემდეგ სულ მცირე 55 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 212 დაშავდა.

UNICEF-ის პრესსპიკერი რიკარდო პირესი ამ მსხვერპლს „შემაძრწუნებელს“ უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ამ წინადადებას ორი ხელით მიესალმებოდა