ლიბანის სკვერში სხვადასხვა სახეობის 800-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, გამწვანების სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, N17-19 კორპუსების მიმდებარედ მოწყობილ სკვერში დენდროლოგიური სამუშაოები დაიწყო.

გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 40 ძირი დეკორატიული მცენარე უკვე დაირგო. რეკრეაციულ სივრცეში, რომლის ფართობიც 5 000 კვადრატული მეტრია, 10 დეკემბრამდე, დამატებით, რამდენიმე სახეობის 160 ძირი დეკორატიული ხე და 650 ბუჩქი დაირგვება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მწვანე სამყარო“ ასრულებს, რომელიც ხეების მოვლა-პატრონობასაც უზრუნველყოფს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 121 069 ლარია გამოყოფილი.

გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან და რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად მიიღო.

ლიბანის სკვერი რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები. ასევე, განთავსდა საბავშვო გასართობი მოედნები და დამონტაჟდა გარე განათების დეკორატიული ბოძები.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის მოქალაქის მკვლელი მამუკა ხეცურიანი დღეს კიევში დააკავეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის