ლიბანური მედიასაშუალებების, LBCI-სა და Al-Jadeed-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჟოზეფ აუნმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს აცნობა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარს არ აპირებს.
გუშინ ღამით დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ ლიდერებს შორის კომუნიკაცია შედგებოდა, თუმცა ბეირუთის პოზიცია მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდა.
გავრცელებული ცნობებით, იგეგმებოდა სამმხრივი სატელეფონო საუბარი აუნს, ნეთანიაჰუსა და რუბიოს შორის, რათა ცეცხლის შეწყვეტის პირობები განეხილათ.
პრეზიდენტი აუნი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს მოლაპარაკებების „ბუნებრივი საწყისი წერტილი“ და არა შედეგი.
თელ-ავივი ამ ეტაპზე „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ თანხმდება, რაც მოლაპარაკებების დაწყებას შეუძლებელს ხდის.
















