14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ლიბანის პრეზიდენტი ისრაელთან პირდაპირ დიალოგს დათანხმდა

ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა ლიბანელ კანონმდებლებთან შეხვედრისას ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ახლა შექმნილი შესაძლებლობა შესაძლოა აღარ განმეორდეს.

„პირდაპირი მოლაპარაკებები გადამწყვეტია. ცეცხლის შეწყვეტა კი ის კარიბჭეა, საიდანაც ისრაელთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს“,_ განაცხადა პრეზიდენტმა.

აუნი ჰპირდება მოსახლეობას, რომ ისრაელის ჯარების გაყვანის შემდეგ, სამხრეთ ლიბანში მხოლოდ ლეგიტიმური სახელმწიფო არმია და უსაფრთხოების ძალები განლაგდებიან. ეს არის პირდაპირი მინიშნება „ჰეზბოლას“ გავლენის შეზღუდვაზე სასაზღვრო ზონაში.

მოლაპარაკებების პრიორიტეტია ისრაელის ძალების სრული გაყვანა, ტყვეების დაბრუნება და სასაზღვრო დავების საბოლოო მოგვარება.

 

banner
წინა სტატიაშიგდდ-ის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობდა
შემდეგი სტატიაძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია