15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ლიბანის პრეზიდენტი: ისრაელთან ნებისმიერი პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელთან ნებისმიერი პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა.

„ლიბანის მიერ ისრაელისთვის მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ბუნებრივი საწყისი წერტილია“, – ნათქვამია აუნის განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა გილა გამლიელმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის პრეზიდენტს ჯოზეფ აუნს ესაუბრება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ, რაც ათწლეულების შემდეგ პირველად მოხდება.

„ვცდილობ, ისრაელსა და ლიბანს შორის ცოტაოდენი „სასუნთქი სივრცე“ შეიქმნას. დიდი ხანია, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია. დაახლოებით 34 წელია. ეს ხვალ მოხდება. მშვენიერია!“– დაწერა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე: არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია გარედან ფინანსდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები
შემდეგი სტატიასაგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება