10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ლიბანის პრეზიდენტი: ჰეზბოლა ხალხის სიცოცხლეს მნიშვნელობას არ ანიჭებს, ისრაელს წინადადებაზე ჯერ არ უპასუხია

ლიბანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ მის წინადადებაზე, ჰეზბოლასთან ომის ფონზე, პასუხი ჯერ არ მიუღია.

„მე გამოვთქვი მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამ დრომდე მეორე მხრიდან პასუხი არ მიგვიღია“, — განაცხადა ჟოზეფ აუნმა ბეირუთში, გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერესთან შეხვედრის შემდეგ.

აუნმა ასევე გააკრიტიკა „ისრაელის აგრესია“ და აღნიშნა, რომ ის „უნდა შეწყდეს“. მან მანამდე ჰეზბოლას უწოდა „შეიარაღებული ფრაქცია“, რომელიც „არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს ლიბანის ინტერესებს ან მისი ხალხის სიცოცხლეს“.

ისრაელი კი ამტკიცებს, რომ ბეირუთს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ჰეზბოლას განიარაღებისკენ და მიიჩნევს, რომ ეს ლიბანის მთავრობის პასუხისმგებლობაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინა შეთანხმების საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა
შემდეგი სტატიაბაია პატარაია: მოსკოვის მექანიზმის მხარდამჭერ ქვეყანას არ შეუძლია ექსპერტის წარდგენა