აშშ-ის ელჩი ლიბანში, მიშელ ისა, ბეირუთთან მდებარე პრეზიდენტის სასახლეში ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს შეხვდა, რათა ისრაელ-ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განეხილათ, – იუწყება აუნის ადმინისტრაცია.
ლიბანური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონში დაგეგმილი მოლაპარაკებები „საზღვრების გასწვრივ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას შეუწყობს ხელს”.















