6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტირის რეგიონზე იერიშების შედეგად, შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი სირიელი და ერთი ლიბანელი დაიღუპა, ცხრა ადამიანი კი დაშავდა.

მათივე ცნობით, ნაბატიეს რეგიონზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ხოლო სოფელ კფარ ტებნიტზე მიტანილი იერიშის შედეგად კი სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი – დაიჭრა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ირანზე თავდასხმები თითქმის ორი საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, თეირანში „დარტყმების ტალღის“ სამიზნეს სამთავრობო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების დღიდან 11 ათასზე მეტი სამიზნე დაიბობმა
შემდეგი სტატია„როიტერი“: ერაყის ქალაქ კირკუკზე თავდასხმის შედეგად, სახალხო მობილიზაციის ძალების, „ჰაშდ ალ-შააბის“ სამი მებრძოლი დაიღუპა