ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა.

ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ლიბანში, თავდასხმის ადგილზე საპასუხო დარტყმას ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიმედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაინიცირდება
შემდეგი სტატიაIDF-ის პრესსპიკერის თქმით, “ჰამასი” მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ხელს უშლის